суббота, 16 мая 2009 г.

ღია გაკვეთილი თემაზე "ჩვენი თვალით დანახული ომი"

გაკვეთილის მოკლე გეგმა:

თემა: :ჩვენი თვალით დანახული ომი"

კლასი: VII

მიზანი: გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეხსენებინათ და თავისუფლად გადმოეცათ ის, რაც საკუთარი თვალით დაინახეს და განიცადეს ომთან დაკავშირებით. აგრეთვე გაეხსენებიმათ XX-XXI სს. მომხდარი ომები, რომელთა შესახებაც წაეკითხათ, გაეგონათ ან ფილმებში ენახათ. ესაუბრათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე 1802 წლიდან მოყოლებული და ომის მიზეზებზე.

შედეგი: შედეგი მიღწეულია, რადგანაც მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოთქვეს თავისი აზრი, გამოხატეს თავისი განცდები, ემოციები, სურვილები ჩანახატების, პირადი დღიურების, ნახატების, ინტერვიუების, ფოტოების საშუალებით.
იმსჯელეს, მოიძიეს ინფორმაცია, გაიხსენეს, გააკეთეს სწორი დასკვნები.

უნარ-ჩვევები:მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის, ძიების, მსჯელობის, ლოგიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სწორი დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები.